მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდპასპორტის უვადოდ გაცემა უპრეცედენტოა

ბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდპასპორტის უვადოდ გაცემა უპრეცედენტოა

Published on

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მსოფლიოში ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახა პრეცედენტი, სადაც კოვიდპასპორტებს უვადოდ გასცემენ ვირუსგადატანილი ადამიანებისთვის. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემაში “თავისუფალი სტუდია” განაცხადა.

“არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა ამ კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ ბოლო დღეებია და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში, უბრალოდ ვერ ვნახე, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს ვირუსის გადატანის შემდეგ კოვიდპასპორტი. 

ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ჩუტყვავილასა და წითელას გადატანის შემდეგ, რომ ადამიანი აღარ ხდება არასოდეს ავად. შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ მეორედ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი საქართველოში უკვე 5 ათასს აღწევს. […]

პანდემია არ უნდა გახდეს მძევალი პოლიტიკური პროცესის, თორემ ეს აზარალებს ადამიანებს. რაღაც ეტაპზე ამის წინაშე სულ ვიდექით, არჩევნების საკითხი, შეიძლებოდა რაღაც რეგიონის ადრე ჩაკეტვა და არ მოხდა… სულ იგრძნობოდა ეს, რომ პოლიტიკური ინტერესები უფრო იყო წამყვანი ამ პროცესის.

განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ”, – აცხადებს კულუმბეგოვი. 

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი შეუზღუდავი ვადით ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი. 

მწვანე პასპორტის გარეშე გარკვეულ ობიექტებში შესვლა აკრძალულია.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...