მთავარისიახლეებიმარეგულირებელმა მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა

მარეგულირებელმა მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა

Published on

მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს. ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, კომისიამ ყველაზე დიდი ჯარიმა გამოიყენა, რაც კი ოდესმე მაუწყებლებისთვის დაუწესებიათ.

მანამდე, აქტივისტის ნოდარ რუხაძე წერდა, რომ საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ვიდეორგოლი მოძრაობა სირცხვილიამ განათავსა მთავარი არხის ეთერში.

სირცხვილიაში ამბობენ, რომ ხსენებული ვიდეორგოლით ისინი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსს და ქვეყნის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...