მთავარისიახლეებიბექა ბასილაიას თქმით, თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მკურნალობის კურსს შეწყვეტს

ბექა ბასილაიას თქმით, თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მკურნალობის კურსს შეწყვეტს

Published on

ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს და ამაზე მას “მკაფიო პოზიცია” აქვს. ამაზე მან სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ამაში არ იგულისხმება შიმშილობის ხელახლა დაწყება.

“ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა”, – აცხადებს ბასილაია.

მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...