მთავარისიახლეებირიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით "დროა" აქციას გამართავს

რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით “დროა” აქციას გამართავს

Published on

პარტია „დროა“ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავრცელებს.

ხოშტარიას თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა, ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიება და საქმეში მონაწილე პირების დასჯა იქნება.

„თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!

გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!

სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!

დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!

25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით „ქართული ოცნების“ ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!“ – წერს ხოშტარია.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...