მთავარისიახლეებისაზოგადოებარა წესით დარიგდება წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები

რა წესით დარიგდება წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები

Published on

წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, 15 სექტემბრისთვის  თითოეული  მათგანი  საჩუქრად   Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერს( Acer TravelMate B117 Notebook PC)   მიიღებს – აცხადებენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც. 
წელს სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა
2017 სასწავლო წელს გრძელდება უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამაც –  უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა  70001-ზე ნაკლებია და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს .  თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოების პაკეტში იქნება როგორც გამოყენებული, ასევე ახალი წიგნები. სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. სკოლები მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს თავად უნაწილებენ.
2017 სასწავლო წლისთვის 4 724 660 წიგნი, რვეული და ტესტი დაიბეჭდა. 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...