მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყლის ინტენსიური ხარჯვის გამო ენგურჰესის წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა ნიშნულს, რომლის...

წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო ენგურჰესის წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია

Published on

 ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა ამბობს, რომ – ენგურჰესის (ჯვარის) წყალსაცავი თავის დროზე ზამთარში ქვეყნის ელ.ენერგიით მომარაგებისთვის შეიქმნა, მაგრამ წელს საშემოდგომო მარაგად იქცა და, შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს უახლოეს წლებში.
წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია.
ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, სხვანაირად ქართული მხარე ვერ მიიღებდა კუთვნილ წილს.
რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება გაართულებს ენერგოსისტემის ფუნქციონირებას ზამთარში, თუმცა, საბედნიეროდ, ქვეყანა უკვე მხოლოდ მე-9 ბლოკის იმედად არაა, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სიმძლავრეები შევიდა ექსპლუატაციაში (დაკარგულ შესაძლებლობებზე ლაპარაკი ალბათ არა ღირს).
 მიუხედავად ბოლო დროს განხორციელებული შეზღუდვებისა, აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით. მოკლედ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.”

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...