მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს.'' - იცინის მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ...

“ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს.” – იცინის მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ საკითხავია, სასაცილოდ თუ აქვთ საქმე თავად ოლიგარქებს უკრაინაში და საქართველოში და რამდენ ხანს დასცალდებათ მის გარეშე ,,მშვიდი” ცხოვრება?

Published on

,,შევხვდებით 10 სექტემბერს. ჩემი დაბრუნების საკითხებზე დარეკეთ ცხელ ხაზზე: 0800-75-35-60, შემოგვიერთდით.''-  განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ   სააკაშვილმა facebook live-ის  ანონსში და გამოთქვა მზაობა პირდაპირ ეთერში   გასცეს პასუხი ყველა კითხვას, რომელიც მის ექსტრადირებას ( და არამხოლოდ) ეხება.
 
,,თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს. მალე ვიქნები თავისუფალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფლებაზე ჩემს უკრაინელებთან ერთად წესრიგი დავამყარო უკრაინაში“ – ასე უპასუხა მან კითხვას,  რომელიც ყველაზე ხშირად დაისმის და  აინტერესებს ხალხს  (და ხალხზე არანაკლებ – მისი დაბრუნების მოშიშ ოლიგარქებს საქართველოშიც დაუკრაინაშიც)   და  ეხება მის გეგმებს ორ ფრონტზე – საქართველოსა და უკრაინაში  მოქმედების  შესაძლებლობებს მოვლენათა იმგვარი განვითარების შემთხვევაში, თუ პოროშენკომ მისი დაკავება  და  საქართველოსათვის  გადაცემა გაბედა.
 
,,მას შეუძლია ჩემი გადაცემა,  მაგრამ ეს იგივე იქნება, რომ რუსეთს გადამცეს, რადგან „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი ივანიშვილი ეს არის რუსეთი.  თავის დროზე პუტინმა 2 მილიარდი დოლარი მისცა მას  და ღიად თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოში მოვიდოდა ახალი ხელისუფლება  და სააკაშვილს გაასამართლებდნენ.''  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ამ კონტექსტში შეეხო იგი  უკრაინული მედია საშუალებით გავრცელებულ  აუდიო ჩანაწერს , რომელშიც საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავისი ჭკუით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან ავაქოვთან საუბრობს  და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურს.
 
,,აღმოჩნდა, რომ დავოსში იყო შეხვედრა პოროშენკოსთან, სადაც ჩემს გადაცემაზე ისაუბრეს, მაგრამ საქართველომ უარი თქვა.
შემდეგ პოროშენკო მეორედ ჩავიდა თითქოს სტრატეგიული თანამშრომლობის დასამყარებლად, მაგრამ კვლავ სააკაშვილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ ისევ უარი თქვა, ამბობენ, რომ არ გვინდა მისი დაბრუნება და რომ უკეთ ცხოვრობენ.
 
"ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს.'' – იცინის მიხეილ სააკაშვილი
მაგრამ საკითხავია,  სასაცილოდ  თუ  აქვთ საქმე თავად ოლიგარქებს უკრაინასა და საქართველოში  და რამდენ ხანს დასცალდებათ მის გარეშე ,,მშვიდი'' ცხოვრება? 

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...