მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება.როგორც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, ის კიევში პოლონეთის ტერიტორიიდან შევა.მისივე თქმით, მას ჰქონდა ამერიკაში სამუშაო ვიზა და შეეძლო იქ დარჩენა, მაგრამ უკრაინელ ხალხს დაჰპირდა, რომ მათ ოლიგარქებისგან გაათავისუფლებდა
როგორც მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, ის კიევში პოლონეთის ტერიტორიიდან შევა.მისივე თქმით, მას ჰქონდა ამერიკაში სამუშაო ვიზა და შეეძლო იქ დარჩენა, მაგრამ უკრაინელ ხალხს დაჰპირდა, რომ მათ ოლიგარქებისგან გაათავისუფლებდა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვას. „საზღვარზე რის გამო უნდა დამაკაონ?! მიუხედავად პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილებისა, მე ვარ მოქალაქეობის გარეშე პირი, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. მე ყველა ნივთი უკრაინაში მაქვს. ასევე პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატორი ვარ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გააკეთონ, რაც მოუნდებათ, თუმცა კანონი მათ მხარეს არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მას თან მიჰყვებიან პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები და რიგი პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი უკრაინაში დაბრუნება ცირკად არ აქციონ.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...