მთავარისიახლეებიეკონომიკააზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს

Published on

 აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო  "ჰაქინი" სახელმწიფო სააგენტო "აზერტაჯის" მწირე ინფორმაციასა და საკუტარ წყაროებზე დაყრდნობით წერს რომ აზერბაიჯანი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს.  სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერისა  და "აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარის მოულოდნელ ვიზიტზე საქართველოში, რომლის მიზანი არ ხმაურდება. სააგენტო ვარაუდობს, რომ  ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს განსახილველი არსებითი საკითხები არის ,, გაზის ომი'', რომელსაც  "გაზპრომი"  ქართული ბაზრიდან "სოკარის" განდევნისა და მისი ადგილის დაკავების  მიზნით აწარმოებს, და   პრობლემებით, რომლებიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანას". "ჰაქინი" ამ ვიზიტის გასაიდუმლოების მცდელობის ნიშნად მიაჩნია, რომ  ,, მეზობელ სახელმწიფოში აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების დაგეგმილ ვიზიტზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, გარდა იმისა, რომ   შარიფომა ა და ყურბანოვმა ყვავილებით შეამკეს გეიდარ ალიევის ძეგლი  თბილისში".

ჰაქინიყურადღებით ადევნებს თვალს  ,,გაზის ომის'' მიმდინარეობას. შეგახსენებთ რას წერდა იგი ბაქოში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ: ,,ეს ვიზიტი  იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის კანცელარიამაც კი ინფორმაცია ვიზიტის შესახებ მხოლოდ მაშინ გაავრცელა, როცა პრემიერის თვითმფრინავი ბაქოში დაეშვა.

სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტი მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო დღეებში რამდენიმე ქართველმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზისგან დამოკიდებულობის შემცირებას აპირებს. ამ განცხადებების ფონზე შეგვეძლო გვევარაუდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტი უმაღლეს დონეზე შედგებოდა”, – წერს გამოცემა.

კახი კალაძისა დაგაზპრომისმოლაპარაკებების გარდა, “ჰაქინიიხსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებას იმის შესახებ, რომ სექტემბერში თბილისში, ირანში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, დახურული კონფერენცია გაიმართა.

ამგვარად, დონდუამ საჯაროდ აღიარა, რომ გაზის დივერსიფიცირებაზე თბილისი და თეირანი საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და სურთ, საქართველოში გაზის მიწოდების კუთხითსოკარისმონოპოლია დაასრულონ.

 

ვითარების ამგვარმა მდგომარეობამ ოფიციალური ბაქო ააღელვა. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც გასაჯაროვდა ინფორმაცია ქართული ხელმძღვანელობის საიდუმლო მოლაპარაკებებზე ირანთან დაგაზპრომთან”. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველ პრემიერს აეროპორტში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი დახვდა”, – წერს გამოცემა.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...