ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერი პაპავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შესაბამისი გადაწყვეტილება რესურსცენტრში გუშინ საღამოს, სამუშაოს საათების დასრულებამდე მოვიდა. რას უკავშირდება პაპავას გათავისუფლება, ამის შესახებ უწყებაში არ საუბრობენ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის მამუკა ბულიას განცხადებით, ჩატარდა აუდიტი, რომლის დასრულების შემდეგ მოხდა გონერ პაპავას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. „საფუძველი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან აუდიტის დასკვნას ველოდებოდით, რადგან რესურსცენტრში შიდა აუდიტის სამსახური იმყოფებოდა. წუხელ დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მივიღეთ ბატონ გონერი პაპავას გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება“. ჩვენს კითხვაზე ხომ არ უკავშირდება პაპავას გათავისუფლება მიმდინარე წლის მარტის თვეში ფილმის – „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკები“ ჩვენებას, რომელსაც ზუგდიდის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, მამუკა ბულიას განმარტებით არა, „გონერიპაპავას გათავისუფლება ფილმის ჩვენებას არ უკავშირდება“. ჩვენ დავუკავშირდით ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს გონერი პაპავას. მისი თქმით, აღნიშნულზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, პაპავას გათავისუფლება ფინანსურ და ადმინისტრაციულ დარღვევებს უკავშირდება. როგორც სატელეფონო საუბარში განგვიმარტეს, რესურსცენტრის ხელმძღვანელს მიეცა დრო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, თუმცა რეალურად არაფერი არ იყო გამოსწორებული.
გონერი პაპავას გათავისუფლებას ზუგდიდის რესურსცენტრში ადასტურებენ [Video]
სიახლეები
სიახლეები
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...
სიახლეები
გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო
გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...
სიახლეები
თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...
სიახლეები
“ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს.
TI-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ...