მთავარისიახლეებითენგიზ ჯგუშია რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

თენგიზ ჯგუშია რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

Published on

“სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია რამდენიმე წუთის წინ რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.- ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი გიორგი ჯგუშია აქვეყნებს.
“დღეს დააკავეს მამაჩემი, თენგიზ ჯგუშია, შუადღეს, ის იომყოფებოდა მოდულთან გამართულ აქციაზე, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ყოველგვარი მიზეზის გარეშე მივარდნენ და ასე დააკავეს და წაიყვანეს. 3 საათის განმვალობაში ვერ დავადგინე სად ყავდათ, მხოლოდ ის გავიგე ბოლოს რომ თბილისის სამმართველოში ყავდათ. როცა იქ მივედით, გვითხრეს რომ რუსთავში იყო გადაყვანილი, თუმცა, მიზეზი უცნობია.” – ამბობს გიორგი ჯგუშია.
როგორც გაირკვა, მას პოლიციის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან. იგი იმ დროს დააკავეს, როცა აქცია უკვე მორჩენილი იყო და მანქანაში ჯდებოდა.
“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თენგო ყოველთვის იდგა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ყოველთვის იცავდა კანონის უზენაესობას და პოლიციის ღირსებას, ამიტომ, ბრალდება, რომელსაც მას ახლა უყენებენ, აბსურდულია” – ამბობს გიორგი ჯგუშია.
თენგიზ ჯგუშია ბოლო დროს ოპოზიციის აქციებზე ხშირად ჩნდებოდა,არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...