მთავარისიახლეებიTDI: სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით ღირსებას ულახავენ და არაადამიანურად ეპყრობიან

TDI: სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით ღირსებას ულახავენ და არაადამიანურად ეპყრობიან

Published on

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართა პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შელახვა და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ამის ფონზე კი დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო ამწვავებს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა.

“ჩვენთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი მხრიდან, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გვიქმნიან წარმოდგენას. ამის შესახებ კრიტიკულ კონტექსტში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი.

ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები: შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს, ძირს უთხრის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამ ვითარებაში, საფრთხე ექმნება თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

TDI-ში აცხადებენ, რომ აუცილებელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა, ასევე “სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან”.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 40 დღეა, საკვები არ მოუღია.

ადვოკატები და ექიმები ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდნენ, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. იგივე დაადასტურა სახალხო დამცველმაც.

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან უარი განაცხადა მანქანიდან გადასვლაზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს მანქანიდან პატიმრების გინების ქვეშ, “გაათრიეს მიწაზე” და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გარდა ამისა, გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს – მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...