მთავარისიახლეებიაქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით იუსტიციის სამინიტროსკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით იუსტიციის სამინიტროსკენ მიემართებიან

Published on

ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით იუსტიციის სამინიტროსკენ მიემართებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ისინი იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან მოითხოვენ შეხვედრას და გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხს მოსთხოვენ.

“დღევანდელი საქართველო აღარ არის გუშინდელი საქართველო, ეს საპროტესტო აქციები არის უწყვეტი. მანამ, სანამ პირველ რიგში სასწრაფო წესით არ იქნება მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქ, სადაც უნდა იყოს. მისი ყოფნა გლდანის ციხეში შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ამიტომ, დეპუტატები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრთან, პასუხისმგებელ ადამიანთან შეხვედრას და მან უნდა აუხსნას რა მოხდა”, – ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური იყო. აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე ადგილზე გაათენეს, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...