მთავარისიახლეებიზსსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელი სტუდენტებისთვის სწავლის პროცესი დაიწყო

ზსსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელი სტუდენტებისთვის სწავლის პროცესი დაიწყო [Video]

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველკურსელი სტუდენტებისთვის სწავლის პროცესი დაიწყო.
შეხვედრა უნივერსიტეტტის ღია სივრცეში გაიმართა, სადაც სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მიულოცა. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო უნივერსიტეტის მისიაზე, შინაგანაწესზე, ეთიკის კოდექსზე, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებზე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესებსა და სხვა აუცილებელ საკითხებზე.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის პროცესი ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიული სწავლების ნაწილში სტუდენტები გააგრძელებენ სწავლებას დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტებისა და სწავლის შედეგების შესასრულებლად გამოცხადდებიან სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ან/და პრაქტიკის ობიექტზე. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ჯანდაცვის რეკომენდაციით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვას.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ზუგდიდის ბაზაზე 18 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს, სენაკის ბაზაზე კი – 14-ს.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...