მთავარისიახლეებიპოლიტიკა“მინიმუმ 5 წელი აღარ დავბრუნდები” – ივანიშვილმა შუშის სასახლე დაცალა

“მინიმუმ 5 წელი აღარ დავბრუნდები” – ივანიშვილმა შუშის სასახლე დაცალა

Published on

ტვ პირველის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მდებარე შუშის სასახლე, ე.წ. ბიზნეს-ცენტრი დაცალა და, სავარაუდოდ, დეკემბერში, კორეაში მიემგზავრება. მან სამეგობროს უთხრა, რომ მინიმუმ, 5 წელი უკან დაბრუნებას არ აპირებს. 

ცნობილია, რომ ივანიშვილის შვილები საქართველოში უკვე აღარ იმყოფებიან – ბერა კორეაშია, ცოტნე და უტა საფრანგეთში, გვანცა კი ამერიკაში.

კადრებიდან, რომელიც “შაბათის ეთერმა” გადაიღო, ჩანს, რომ 256 მილიონი ლარი ღირებულების შენობას ჟანგი მოედო, სასახლეს უპატრონობა თვალის ჩინივით ეტყობა. დიდების ნიშნად სოლოლაკის ქედზე წამოჭიმული რეზიდენციის ყველა კუთხე კუნჭულს მოუვლელობის კვალი ეტყობა. ჭუჭყით დაფარულ ღია ტერასებზე დამლაგებლებსაც კი აღარ უშვებენ. გამორთულია კლდეში ჩამალული სავინტილაციო სისტემა. გათიშულია ხელოვნური ჩანჩქერი. უკანა ეზოში ხელოვნურ კლდეში ამოჭრილი ტბა დამშრალა.

ჩაბნელებულია ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ოთახი, ხელოვნების ნიმუშად აღიარებული სავარძლები ჯერ ივანიშვილს სასახლიდან არ წაუღია, თუმცა რაც კი ღირებული ჰქონდა იქ თითქმის აღარ დევს. გატანილია რამდენიმე მილიონის ღირებულების ტილოები. ნახატები  ჩვენი ინფორმაციით უკვე საზღვრებს გარეთ გააგზავნეს. თავიდან ბოლომდე დამინულია ვერტმფრენის დასაჯდომი შენობა.

ბოლოს ივანიშვილი მის მშობლიურ საჩხერეში ნახეს. 

წყარო: ტვ პირველი

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...