მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯორჯ ბუში: ნათელი იყო, რომ რუსებს ვერ აეტანათ დემოკრატიული საქართველო პროდასავლური პრეზიდენტით

ჯორჯ ბუში: ნათელი იყო, რომ რუსებს ვერ აეტანათ დემოკრატიული საქართველო პროდასავლური პრეზიდენტით

Published on

ჯორჯ ბუში: პეკინში ჩემს სასტუმრო ოთახში დაბრუნებისას მედვედევს დავურეკე.  იგი გაცხარებული იყო. მეც ასევე.
 
„ჩემი მტკიცე რჩევა იქნება, რომ ამ ომის დეესკალაციას ახლავე შეუდგეთ,“ ვუთხარი მე. „თქვენ მოქმედებათა არაპროპორციულობა მსოფლიოს თქვენს საწინააღმდეგოდ შეაბრუნებს. ჩვენც მათთან ვიქნებით.“
 
მედვედევმა მითხრა, რომ სააკაშვილი სადამ ჰუსეინივით იყო. ის ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილმა წამოიწყო არაპროვოცირებული „ბარბაროსული“ სამხედრო შეტევა, რომელმაც ათას ხუთასზე მეტი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.
 
„მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ აპირებთ საპასუხოდ ათას ხუთასი ადამიანის ამოწყვეტას,“ წამოვიძახე მე.
 
„თქვენი პოზიცია ნათლად და ხმამაღლა გამოთქვით,“ ვუთხარი მე, „იმედი მაქვს რომ ჩემს რჩევას სერიოზულად განიხილავთ.“
 ყველაზე მეტად იმაზე ვღელავდი, რომ რუსები თბილისამდე მივიდოდნენ შეტევით და დემოკრატიულად არჩეულ სააკაშვილს ჩამოაგდებდნენ. ნათელი იყო, რომ რუსებს ვერ აეტანათ დემოკრატიული საქართველო პრო–დასავლური პრეზიდენტით. ნატო–ს რომ საქართველოსთვის ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ შეეთავაზებინა, მაშინაც ასე აგრესიულები იქნებოდნენ რუსები?
 
შემდეგ სააკაშვილს დავურეკე. გასაგებია, შეშფოთებული იყო. აღმიწერა რუსების შეტევა და მთხოვა არ მიმეტოვებინა საქართველო.
 
„მესმის,“ ვუთხარი მე, „მე არ მინდა რომ საქართველო დაიქცეს.“ შემდგომ დღეებში [რამდენიმეჯერ] გამოვედი სიტყვით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ვიმოქმედე საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად, რომელიც მაშინ ევროპის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა, რათა სხვა სახელმწიფოების ლიდერებს რუსთათვის უკან დახევისკენ მოეწოდებინათ, დახმარება გავაგზავნე საქართველოში აშშ სამხედრო თვითმფრინავით და პირობა დავდე საქართველოს სამხედრო ძალების აღდგენისა.
 
პეკინში ოლიმპიადის გახსნითი ცერემონიის დროს მე და ლორა ვლადიმირისა და მისი თარჯიმნის რიგში ვისხედით. ეს იყო იმის შანსი, რომ მასთან მესაუბრა იმ თემაზე, რასაც თავი ავარიდე ჩინეთის სახელმწიფო კრების დიდ დარბაზში. ლორამ და მის გვერდით მჯდარმა კამპუჩიის მეფემ ადგილი დამითმეს. პუტინიც ჩემკენ გადმოჯდა.
 
ვიცოდი, რომ სატელევიზიო კამერები ჩვენსკენ იქნებოდნენ მომართული და ვეცადე რომ საუბრისას ჟესტიკულაციისთვის თავი ამერიდებინა. მე ვუთხარი, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა და რომ რუსეთი საკუთარ თავს იზოლირებას უყოფდა თუ უმალვე არ დასტოვებდა საქართველოს. მან მითხრა, რომ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავე იყო – იგივე, რაც მედვედევმა მითხრა – რომელმაც რუსეთის პროვოცირება გამოიწვია.’’
„მე შენ გაფრთხილებდი სააკაშვილის შესახებ, რომ მას სისხლი უდუღს მეთქი,“ ვუთხარი პუტინს.
„მეც მიდუღს სისხლი,“ მომიჭრა პუტინმა.
საპასუხოდ თვალი გავუსწორე: „არა, ვლადიმირ,“ მივუგე, „შენ ცივსისხლიანი ხარ.“
 
 
 
ეკა ხერხეულიძის პუბლიკაცია ,,თავისუფალ ზონაში’’

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...