მთავარისიახლეებისაზოგადოებალაგოდეხის სოფელ ცოდნისკარში მინდვრებსა და ვენახებს აქამდე უკიდია ცეცხლი

ლაგოდეხის სოფელ ცოდნისკარში მინდვრებსა და ვენახებს აქამდე უკიდია ცეცხლი

Published on

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ადგილზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
 
ცეცხლის კერების ლოკალიზებას 8 რაიონის 80-მდე მეხანძრე ცდილობს. ხანძარი სოფლის მიმდებარედ ოთხ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ძნელად მისადგომი ტერიტორიის გამო სალიკვიდაციო სამუშაო გართულებულია.
 
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები მაღალ ტემპერატურას ასახელებენ. თუმცა არის ინფორმაციაც, რომ   ხანძრის მიზეზი დაუდევრობა გახდა, ჩაუმქრალი სიგარეტის გადაგდება 
 
 დამწვარია 3 ჰექტარზე მეტი ფართობის ეკლიანი ბორცვი და ნახევარ ჰექტარზე მეტი ვენახი.
ლაგოდეხის გამგებლის განცხადებთ, ხანძრის საცხოვრებელი სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
 
 
 
.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...