მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ნარი" აფხაზებისა და სომხების ამბიციებზე აპელირებს და სირიაში ბრძოლისკენ მოუწოდებს

,,ნარი” აფხაზებისა და სომხების ამბიციებზე აპელირებს და სირიაში ბრძოლისკენ მოუწოდებს

Published on

აფხაზეთის სომხებს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ. ასეთი წინადადებით მიმართა აფხაზეთის სომხურ სათვისტომოებს სომეხთა საერთაშორისო მოძრაობა ,,NAR – ის ლიდერმა ამრამ პეტროსიანმა. კერძოდ, მის მიმართვაში ნათქვამია: ,,ვლადიმერ პუტინმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, წინ აღუდგეს ტერორისტული ჭირის გავრცელებას მთელ სოფლიოში, ჩვენი კავკასიის ჩათვლით, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას თვითდამშვიდებას მივეცეთ. სანამ რუსი მფრინავები ტერორისტების ბაზებსა და საბრძოლო პოზიციებს ბომბავენ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი აქტივობა . უნდა გვახსოვდეს, რომ სირიის სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობენ ჩვენი ძმები – სომხები და  აფხაზები და ამ ძნელბედობის წუთებში მათ გვერდით დგომა გვმართებს. ჩვენ ვერ უნდა შეგვაშინონ ტერორისტებმა, რადგან ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხის – შემოქმედის დამცველის, მშრომელის– ათასწლოვანი კულტურა და ისტორია.  ამიტომ გთავაზობთ უახლოეს დროში შევქმნათ საერთაშორისო მოძრაობა ,,ნარისა" და აფხაზეთის სომხური სათვისტომოების ერთობლივი დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება  სირიაში, უშუალოდ საომარ პოზიციებზე, რათა იქ, ადგილზე თანამოძმეებთან ერთად შევიმუშაოთ ეფექტიანი მრავალმხრივი მოქმედების სტრატეგია ტერორიზმთან ბრძოლის მხარდასაჭერად.   ამასთან გთავაზობთ უშუალოდ ბრძოლის წინახაზის სიახლოვეს შევქმნათ ჰუმანიტარული შტაბი, რომელიც ითანამშრომლებს სირიის არმიასთან და  მოხალისე სომეხთა რაზმებთან. დარწმუნებული ვარ, დადებითად გამოეხმაურებით ამ მოწოდებას. თვით ეპოქა მოითხოვს ჩვენგან გაბედულსა და უშიშარ ქმედებას –ისტორია იმახსოვრებს გმირებს და ივიწყებს ლაჩრებს!''– ნათქვამია მიმართვაში.

წყარო: http://nar.am/

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...