მთავარისიახლეებისაზოგადოებასუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო - გოგონები დეიდაშვილები არიან

სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო – გოგონები დეიდაშვილები არიან

Published on

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო
.
ადგილობრივების ინფორმაციით, 12 წლის გოგონები ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.
 
 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,  ადგილზე მუშაობდა ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი.
 
მაშველებმა მდინარიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი უკვე ამოიყვანეს, მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები კი ხვალიდან განახლდება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

სიახლეები

გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია

ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. 24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან...

“ევროპარლამენტი თვითონ არის სანქცირებული” – ზარქუა

ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ...

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...