მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ გურული: ახლა საჭიროა არა შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ მაქსიმალური ხელშეწყობა,...

ზურაბ გურული: ახლა საჭიროა არა შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ პროტესტის ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნას

Published on

ახლა საჭიროა არა  შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ პროტესტის ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნას. – წერს
ზურაბ გურული
გურული ციტირებს საპროტესტო შიმშილობის ფსიქოლოგიის ცნობილ ექსპერტს, პროფესორი ლუის ნიუმანს, რიმელიც  ამბობს, რომ მოშიმშილესთვის საკვების მიღების განახლების თხოვნა ხშირად სრულიად საპირისპირო ეფექტს იწვევს; მითუმეტეს, ძლიერი ნებისყოფის ადამიანებში, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ გააზრებული და ჩამოყალიბებული საკუთარი პროტესტის არსი და კრიტერიუმები.
მოპროტესტე ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის თავად აკონტროლებს სიტუაციას და არა სხვები, რომლებიც თუნდაც ყველაზე გულწრფელი, კეთილი ზრახვებით ცდილობენ მის გადარწმუნებას. ასეთ ექსტრემალურ პირობებში გონება ზუსტად ბავშვის მენტალიტეტით ფუნქციონირებს და, რაც უფრო იზრდება ხვეწნის თუ თხოვნის ხარისხი, მით უფრო დიდია საწინააღმდეგოს გაკეთების ქვეცნობიერი ცდუნება.
ყველაზე ჰუმანური და იმავდროულად ეფექტური საქციელია არა პროტესტის შეწყვეტის მოთხოვნა, არამედ მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ პროტესტის ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნეს რაც შეიძლება სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დანებებისაკენ მოწოდებას ნიშნავს.
მოპროტესტე ადამიანის თავმოყვარეობის შელახვა ერთნაირად შეუძლიათ მის მხარდამჭერებსაც და მოწინააღმდეგეებსაც.
მთელი მსოფლიო აკვირდება ამჟამად საქართველოში მიმდინარე პროტესტს. დღეს ეს შეიძლება არ ჩანს საკმარისად ნათლად, მაგრამ მოვა დრო და მიკროსკოპის ქვეშ გატარდება ყველა მოქმედება. ამ უკიდურესი პროტესტის ფსიქოლოგიური ასპექტი შესაძლოა ( და დიდი ალბათობით არის კიდეც ) უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ორგანული. ძალიან ფრთხილი ბალანსის დაცვაა საჭირო.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...