მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პასუხისმგებლობის დროც მოვა სხვა ასეთი ანგელოზების დასაცავად''- აცხადებენ ჯემფესტზე გარდაცვლილი...

,,პასუხისმგებლობის დროც მოვა სხვა ასეთი ანგელოზების დასაცავად”- აცხადებენ ჯემფესტზე გარდაცვლილი გოგონას ახლობლები

Published on

საინფორმაციო პორტალი ,,ამბები გე'' აქვეყნებს ინფორმაციას  4 აგვისტოს ანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას შესახებ.
 
იგი  22 წლის ნათია თავართქილაძეა,  "თი ბი სი ბანკის" თანამშრომელი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია.
გოგონა ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე  GEM FEST-ე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როცა  ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.
გარდაცვლილის შესახებ ფეისბუქზე წერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე.:
 
"ეს ლამაზი გოგო, ანგელოზი ბავშვი უთბილესი… ჯერ ველოდები ზუსტი მიზეზები მაინტერესებს. განცხადებების და ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა ასეთი სხვა ანგელოზების დასაცავად" – წერს ნინა კობახიძე. 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...