მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იყო თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი,...

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იყო თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი – ნიკა მელიას მიმართვა მიხეილ სააკაშვილს

Published on

,,მაქვს დიდი მოტიცაცია ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას” – ასე მიმართა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან მიხეილ სააკაშვილს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.

“უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 31-ე დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი გვადევნებს თვალყურს და მინდა, მას მივმართო.

,,მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა, მე, როგორც შენმა თანამებრძოლმა, როგორც ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ. ბევრი ეცადა მტერმა თუ სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებეს ვხედავდი, კიდევ უფრო ჟინი მიჩნდებოდა და მოტივაცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის,რომ მაქედან კი არ გვიყურებდე, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, თავისუფალი, გარეთ, საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ადამიანი. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას”, – მიმართა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...