მთავარისიახლეებისაზოგადოებამავთულხლართები სერგეენკოს უწყებასთან

მავთულხლართები სერგეენკოს უწყებასთან

Published on

 ჯანდაცვის სამინიტროსთან  გუშინ   მავთულხლართები გააბეს. ასე გააპროტესტეს  „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა და ლიდერებმა  დავით სერგეენკოს განცხადება , რომლის მიხედვით, მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს და რუსი ოკუპანტების მიერ უბრალოდ იმ საზღვრების მონიშვნა ხდება, რომელთა  დადგენა წინა ხელისუფლების შეცდომების შედეგია.
 
 „ენმ-მ" გამაფრთხილებელ აქციაზე სერგეენკოს გადადგომა და დამატებითი განმარტებებო მოითხოვა.
 
„ევროპულ საქართველოში" სერგეენკოს და მთავრობის წევრებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაკითხვა ურჩიეს.
 
.პაატა დავითია, ვინც აგვიტოს ომის დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ქვეყანამ რეალურად მცოცავი ოკუპაციის შედეგად 2012 წლიდან დღემდე უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე ომის დროს.
 
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების განმარტება სცადა და ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა.
 
კამერების წინ თავად ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ გამოჩენილა. . ჯანდაცვის მინისტრის ნაცვლად დღეს მისი განცხადებას ახსნა, შერიგების სამინისტროსა და საგარეო უწყებაში სცადეს. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....