მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულ ოცნებას" არ შევარჩენთ ადამიანების ხმების მოპარვას. ამასთან რაც შეიძლება სწრაფად უნდა...

“ქართულ ოცნებას” არ შევარჩენთ ადამიანების ხმების მოპარვას. ამასთან რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან მესამე პრეზიდენტი

Published on

სენაკის მერობის კანიდატი ოპოზიციიდან, კობა ნაყოფია ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში არჩევნები გააუქმა. იგი თვლის, რომ ოპოზიციას ბრძოლის მექანიზმად მშვიდობიანი პროტესტი რჩება.

ნაყოფია ასევე, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ტყვეობიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიხსნან.

ამას არჩევნებს უბრალოდ, ვერ დავარქმევთ. ამის შეფასება არის ძალიან მარტივი. “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გააუქმა, არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. გვრჩება მხოლოდ ერთი გზა, ეს არის კონსტიტუციური უფლების გამოყენება, მშვიდობიანი პროტესტის გამოყენება და დღეს ნიკა მელია, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გამოაცხადებს გეგმას, რა გეგმითაც ჩვენ წავალთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე.

ჩვენ არ მივცემთ უფლებას “ქართულ ოცნებას” , რომ მას შერჩეს ადამიანების ხმების მოპარვა.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ლიდერი დღეს იმყოფება საპყრობილეში. ის არის ივანიშვილის რეჟიმის და პუტინის პატიმარი, ტყვე და ეს ადამიანი ჩვენ უნდა იქიდან გამოვიხსნათ. ამიტომ ჩვენ დრო არ გვაქვს ბევრი, – განაცხადა ნაყოფიამ.

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...