მთავარისიახლეებიპოლიტიკამესამე პრეზიდენტი 31-ე დღეა შიმშილობს. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიპროფილურ კლინიკაში...

მესამე პრეზიდენტი 31-ე დღეა შიმშილობს. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრაზე და მისთვის სამედიცინო კვლევების ჩატარებაზე უარს ამბობს. დღეს მას ციხეში პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს.

მესამე პრეზიდენტი 31-ე დღეა შიმშილობს. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მას თირკმლის უკმარისობა განუვითარდეს, რასაც დიალეზის აპარატი დასჭირდება. ეს აპარატურა ციხის საავადმყოფოს არ აქვს.

“ის რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ახლა ამ ეტაპზე ყოველგვარ გამოვლენაზე და ექიმის ვიზიტზე, ერთი-ორად ზრდის საფრთხეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ მას ჰქონდა არითმიის ორი ეპიზოდი. კიდევ თუ დადგა არითმიის ეპიზოდი შეიძლება ცუდად, ფატალურად დამთავრდეს”, – ამბობს ექიმი გოჩა გიორგაძე.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია ამბობს, რომ შეუქცევადი პროცესები ყოველდღიურად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

“მოსალოდნელია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის შედეგად არ მოხდა ფილტრაცია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჩანაცვლებითი თერაპია და დიალიზის აპარატი”, – თქვა პაჭკორიამ.

მისი თქმით, მსგავსი პაციენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შერეული ტიპის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დღეს ციხეში სახალხო დამცველი მოინახულებს.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...