მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში - ირაკლი კობახიძე

ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში – ირაკლი კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის კანდიდატები მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, არსებობს “პრაქტიკული და თეორიული შანსი, რომ ორ მუნიციპალიტეტში ბოროტებამ გაიმარჯვოს”, თუმცა, ირაკლი კობახიძე ამ ორ მუნიციპალიტეტს არ ასახელებს.

“არსებული მონაცემებით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. „ნაცმოძრაობის” კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან, ანუ ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს გაიმარჯვოს, შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 20 ოლქში ტარდება. ამ ოლქებში შედის ხუთივე დიდი ქალაქი და ცალკეული მუნიციპალიტეტები.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...