მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი შემოდგომაზე ფართომასშტაბიან კამპანიას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი შემოდგომაზე ფართომასშტაბიან კამპანიას აანონსებს

Published on

მე გავაგრძელებ  ბრძოლას უკრაინისთვის – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "The Washington Post”-ში წერს.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნვის მიზანი, კორუფციული რეგიონის გასუფთავება იყო. თუმცა, მისი გუნდი მოგვიანებით პრობლემების წინაშე დადგა.
 
"პრეზიდენტმა არა მხოლოდ შეწყვიტა ჩვენი დახმარება, არამედ ის სწორედ იმ ინტერესებს ემხრობოდა, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ წესით უნდა გვებრძოლა. მალე ცხადი გახდა, რომ პოროშენკოს მიერ ჩვენი მიპატიჟება საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ნაწილი იყო, რათა საკუთარი თავი მოსახლეობის წინაშე რეფორმატორად წარმოეჩინა და საერთაშორისო დინორებისგან ფულის მოზიდვა განეხორციელებინა," – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
 
მიხეილ სააკაშვილი არაკანონიერს უწოდებს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას და აცხადებს, რომ ეს საქართველოში მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის საფუძველზე მოხდა – საქმის, რომელიც მილიარდერისა და რუსეთთან ახლო ბიზნეს ურთიერთობების მქონე ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადმა მთავრობამ აღძრა. 
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის უკრაინის პროდასავლური დემოკრატიული ძალების გაერთიანებას განაგრძობს და შემოდგომაზე საკანონმდებლო რეფორმების ჩატარების ინიციატივით ფართომასშტაბიანი კამპანიით გამოვა.

სიახლეები

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...