მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთიდან ხმის მისაცემად ჩამოსულ ოპოზიციის მხარდამჭერს თავს დაესხნენ - შემთხვევა სამეგრელოში

რუსეთიდან ხმის მისაცემად ჩამოსულ ოპოზიციის მხარდამჭერს თავს დაესხნენ – შემთხვევა სამეგრელოში

Published on

ზუგდიდში რუსეთიდან ჩამოსულ, ოპოზიციის მხარდამჭერ ადგილობრივ, დარჩელში მცხოვრებ ბიზნესმენ ზურაბ ბეჭვაიას თავს დაესხნენ, რომელიც საგანგებოდ ხმის მისაცემად იყო ჩამოსული, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის წევრი, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძე ავრცელებს.

“თავს დაესხნენ ჩვენს მხარდამჭერს ზური ბეჭავაიას რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად და აქტიურად გვეხმარება საარჩევნო კამპანიაში. ოთხი მანქანით გზა გადაუჭრეს და გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს საბუთები და პირადი ნივთები: შე ნაციონალოს ყვირილით და გინებით”, – წერს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციის მხარდამჭერს ფიზიკურად უსწორდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ – ცოტა ხნის წინ თბილისიდან ზუგდიდში მომავალ ყოფილ ძალოვანს აბაშასთან გზა გადაუკეტეს, მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და აიყვანეს.

კიდევ ერთ ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას მანქანაში იარაღი ჩაუდეს და აიყვანეს – რეპრესიები გრძელდება

სიახლეები

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - მოსახლეობა ახალ წელს ერთად...

საუბარია არა შიდა პოლიტიკაზე ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერაზე, საუბარია პირობაზე, რომელიც 1 წლის წინ მოგვცეს და არ შეასრულეს” – ბუდრისი “ოცნებაზე”

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - ის აღნიშნავს, რომ...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ, კალანდარიშვილსა და კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

არალეგიტიმურმა პრემიერმა კობახიძემ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო კაციტაძეს...

ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა“ ავრცელებს. დღეს ჩვენთვის...