მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიდევ ერთ ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას მანქანაში იარაღი ჩაუდეს და აიყვანეს -...

კიდევ ერთ ყოფილ ძალოვანს, ამირან ჯანაშიას მანქანაში იარაღი ჩაუდეს და აიყვანეს – რეპრესიები გრძელდება

Published on

ცოტა ხნის წინ თბილისიდან ზუგდიდისაკენ მიმავალი ოპოზიციის მხარდამჭერი აიყვანეს. ციხის ყოფილ უფროსს, თადარიგის ოფიცერს ამირან ჯანაშიას გზა აბაშაში გადაუკეტეს და იქ დააკავეს.

ჯანაშია სოფელ რუხიდანაა, სადაც ოპოზიციამ ,,ქართულ ოცნებას” არჩევნები 500 ხმით მოუგო.

პოლიციელებმა ჯანაშიას კუთვნილ ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს და ამჟამად ფოთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

,,ნაცმოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერ ამირან ჯანაშიას სახლში შეუვარდნენ და იარაღი ჩაუდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ამირან ჯანაშია ის ყოფილი ძალოვანია, რომელიც ოპოზიციას 2 ოქტომბერს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ეხმარებოდა. ის ციხის ყოფილი უფროსია. „სენაკის გზაზე დააკავეს, თბილისიდან მოდიოდა. მას ჩაუდეს იარაღი და ეს რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე მან ჯერ კიდევ მანამდე დაწერა „ფეისბუკ”-გვერდზე და ჩვენც ვამბობდით ამას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის მხარდამჭერ ყოფილ სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ხელისუფლება.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...