მთავარისიახლეებისაზოგადოებალია ელიავას და ოთარ კობერიძის ულამაზესი შვილი...აღარ არის

ლია ელიავას და ოთარ კობერიძის ულამაზესი შვილი…აღარ არის

Published on

ლია ელიავას და ოთარ კობერის ქალიშვილი ნანა კობერიძე სიმსივნით გარდაიცვალა – ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე მსახიობი ია ფარულავა ავრცელებს.
“მშვიდობით უმაგრესო ნანა …. ულამაზესი შვილი ულამაზესი მშობლების ლია ელიავასი და ოთარ კობერიძის…ნანკა დაუჯერებელია შენი წასვლა”-წერს ია ფარულავა.
ნანა კობერიძე, პროფესიით მხატვარი იყო, ცხოვრობდა ჩუმი და საინტერესო, ამავე დროს ტკივილიანი  ცხოვრებით,  ვარსკვლავების შვილს არ გაკარებია ვარსკვლავური სენი, პირიქით, სწორედ მათგან მემკვიდრეობით მიღებული  მომხიბლავი თავმდაბლობით იცხოვრა.  
 
"მე მქონდა მუდმივი აღფრთოვანება. ყოველთვის იყო ძალიან ლამაზი, ყოველთვის იყო ფორმაში…-  ამბობს ნანა კობერიძე რეზო შატაკიშვილთან ინტერვიუში დედაზე –
იცით, რას ვერ ვიტანდი? რომ მათვალიერებდნენ, მაკვირდებოდნენ და რომ მეკითხებოდნენ, `დედას ჰგავხარ თუ მამას?..~ მით უმეტეს რაღაც პერიოდი, ლიას კი არა, საერთოდ არაფერს არ ვგავდი, მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. არ მომწონდა ჩემი თავი საშინლად. არადა, მართლა მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო… მაგრამ დედა ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული.ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და არ ერეოდა უხეშად ჩემს ცხოვრებაში.
სანამ გავთხოვდებოდი, რამდენიმე წელი ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს. ლია წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთიობის, იმიტომ, რომ მიტოს ჰყავდა ოჯახი, შვილი. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, დედა მაინც ინარჩუნებდა საოცარ კორექტულობას. არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ექსცენტრიული, ესეც მომწონდა და ესეც უხდებოდა, არ იყო მონოტონური, სულ `ექშენ~ ჰქონდა გაუთავებელი. საინტერესო ადამინი იყო ძალიან…
 
 
 მე ვარ ამაყი, რომ ვარ ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი, თავისი ქვეყნის საოცარი პატრიოტების"…
ნანა კობერიძეს  დარჩა შვილი, ანკა მანჯგალაძე,  რომელიც არიქტექტორია.  

სიახლეები

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...

მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას...