მთავარისიახლეებისაზოგადოება8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ენგურის ხიდთან იგეგმება ორი საპროტესტო აქცია

8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ენგურის ხიდთან იგეგმება ორი საპროტესტო აქცია

Published on

 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ენგურის ხიდთან  იგეგმება  ორი საპროტესტო აქცია მესიჯებით:  ძალა ერთობაშია! შეაჩერე ოკუპაცია! მოვუაროთ საქართველოს! 
მედიაჰოლდინგი „ქრონიკა პლუსი" ენგურის ხიდთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ცოცხალი ჯაჭვით მიაგებს პატივს 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და გააპროტესტებს რუსეთის პრეზიდენტის ვ.ვ. პუტინის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც, სავარაუდოდ, არცთუ შემთხვევით დაემთხვა 8 აგვისტოს.
აქციაში, რომელიც ტარდება აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ორგანიზებით, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
მიგვაჩნია, რომ ყარაფილასთან, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე დაანონსებული ცოცხალი ჯაჭვის პარალელურად, აუცილებელია ოკუპაციის გაპროტესტება აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთანაც, სწორედ ვ.ვ. პუტინის დემონსტრაციული ვიზიტის ფონზე.
აქციის საინფორმაციო მხარდამჭერია "აფხაზეთის ხმა" და "ოლმედია". მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
 
,,.ვლადიმირ პუტინის მიერ დაგეგმილმა მოულოდნელმა და დემონსტრაციულმა ვიზიტმა 8 აგვისტოს სოხუმში, განაპირობა ამ ღონისძიების დაგეგმვა. – აცხადებს მოძრაობის ,,შეაჩერე ოკუპაცია!''  საჯარო · ორგანიზატორი ლაშა ბერულავა -2008 წლის აგვისტოში სწორედ ოკუპირებული აფხაზეთი იყო ის ტერიტორია, საიდანაც დანარჩენ საქართველოს სამი მიმართულებიდან მოედნენ რუს ოკუპანტთა სამხედრო ნაწილები. 
მათ მოახდინეს ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ნაწილის, ასევე ხობის, სენაკის (მათ შორის, სენაკის სამხედრო ბაზის), ფოთის ოკუპაცია, იმყოფებოდნენ აბაშის მისადგომებთანაც კი, რომელიც 60კმ-ზე მეტითაა დაშორებული კონფლიქტის ზონას, პირადად მე, 15 აგვისტოს ოკუპანტებმა სწორედ აბაშის რაიონში დამაკავეს და სენაკის ბაზაზე გადამიყვანეს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათი მიზანი მხოლოდ "მშვიდობისკენ იძულება" არ ყოფილა…
სწორედ ამიტომ და სწორედ ვ.ვ. პუტინის თავხედური ვიზიტის ფონზე, ალბათ, არ იქნება სწორი, თუ ოკუპაციას მხოლოდ შიდა ქართლის ზოლზე გავაპროტესტებთ. სწორედ ამიტომ და სწორედ ვ.ვ. პუტინის ვიზიტის ფონზე იქმნება ეს სახელდახელო ივენთი, რომელსაც დასავლეთ საქართველოს პატრიოტთა ის ნაწილი დაესწრება, რომლებიც ყარაფილასთან მისვლას სიშორის გამო ვერ მოახერხებენ.'' 
 
,,ეს ორი აქცია ერთმანეთს შეავსებს – რაც მეტი, მით უკეთესი!-  აცხადებენ ამ აქციების ორგანიზატორები. 
 
 

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...