მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად შეუზღუდეს

მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად შეუზღუდეს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად შეუზღუდეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ოთახში, სადაც ადვოკატებს ხვდება, შუშის კედელი ამოაშენეს, რათა დოკუმენტების გაცვლა ვეღარ შეძლონ.

დაწესებული შეზღუდვების გამო, მესამე პრეზიდენტი შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე კატეგორიულ უარს ამბობს და აღნიშნავს, რომ პროტესტს ამ ფორმით იქამდე გააგრძელებს, სანამ უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის საშუალებას არ მისცემენ.

“დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.

სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!

დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ – რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 28 დღეა, შიმშილობს. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყავანა აუცილებელია, თუმცა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს, რომელსაც მკურნალობისთვის საჭირო რესურსი არ აქვს.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...