მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობა ნაყოფია: პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოგიწოდათ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე მაქსიმალურად იაქტიუროთ

კობა ნაყოფია: პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოგიწოდათ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე მაქსიმალურად იაქტიუროთ

Published on

„დღეს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოში დაბრუნდა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ის დღეს საპყრობილეშია. ის არის დღეს პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი, მაგრამ ჩვენ – ვერც ზუგდიდი, ვერც სენაკი, ვერც საქართველო, ვერავინ, ვერასდროს დაუშვებს და ვერ გაიმეორებს შეცდომას – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე

ის ძალიან მალე შემოუერთდება ჩვენს ბრძოლას, ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. 30 ოქტომბერს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ნაყოფიამ.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააბარა, მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე მაქსიმალურად იაქტიურონ.

„მან მე გუშინ შეხვედრის დროს მითხრა, გადმოგცეთ თქვენ ყველას, რომ 30 ოქტომბერს უკლებლივ ყველა ვიყოთ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ყუთთან მოვუწყოთ ნამდვილი რევოლუცია ბევრი ბიულეტენით. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ვერანაირმა გაყალბებამ ვერ გადაარჩინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. დამერწმუნეთ, ამ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ მშვიდობიანად შევცვლით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“,- განაცხადა ნაყოფიამ.

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...