მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე: სააკაშვილი ძალიან ჩვეულებრივად, ევროპარლამენტარებთან ერთად შემოვიდა უკრაინაში და მას...

დავით საყვარელიძე: სააკაშვილი ძალიან ჩვეულებრივად, ევროპარლამენტარებთან ერთად შემოვიდა უკრაინაში და მას ხელი ვერავინ შეუშალა. ასეიქნება ამჯერადაც.

Published on

დავით საყვარელიძე შეახსენებს მათ, ვისაც ჰგონია რომ ოლიგარქებმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან (ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ   საქართველოდანაც, როგორც  ფიქრობენ ოლიგარქი ივანიშვილი და   მისი დასაყრდენი ძალები – ,,ოდიში ნიუსი'') უკრაინიდან ფეხი ამოაკვეთინეს, რომ ასეღ ნცდელობას ადგილი ადრეც ჰქონია, მაგრამ ამაოდ.
 
დანაშაულებრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან ავაკოვი, ახმეტოვი, კონონეკო და სხვები, მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა. – ამბობს საყვარელიძე – თავდაპირველად  ,,წაართვეს''  სახელი და გვარი'' და   დაარეგისტრირეს არარსებული პარტია  სახელით "მიხეილ სააკაშვილის ბლოკი". აქ ყველაფერი ნათელია ამას ხალხიც ხვდება და არანაირი ექსპერტიზა არაა საჭირო, რამეთუ მთავარი მიზეზი ამ ქმედებისა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა გააერთიანა ყველა ჯანსაღი აზროვნების მოქალაქეები და პოლიტიკური ძალები.
 მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება უკრაინაში, ისე როგორც ბრუნდებიან ჩვეულებრივი ადამიანები ორივე ხელით და ორივე ფეხით, ჩვენ როდესაც ეს მოხდება გავასაჯაროებთ, მას დახვდება უკრანელი ხალხი, რამეთუ პოლიტიკოსის მოთხოვნას აკეთებს ხალხი და არა პოროშენკო და არც ავაკოვი.  
 მეორე "მაიდანზე" მონაწილეობას იღებდა მიხეილ სააკაშვილი (მონაწილეობდა ასევე პირველ მაიდანზე)   გახსოვთ ალბათ, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ისე, როგორც პოროშენკომ,  მას აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა და მეც ვიყავი ამ შავ სიაში.
გახსოვთ ალბათ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჩვეულებრივად ევროპარლამენტარებთან ერთად შემოვიდა უკრაინაში და მას ხელი ვერავინ შეუშალა. პოროშენკო, რომელიც ახლა მოქმედებს როგორც თანამედროვე იანუკოვიჩი, ვერ დაუშლის მას ქვეყანაში შემოსვლას, რადგან ამას გადაწყვეტს ხალხი.
 
იცით ვინ არის ივანიშვილი? ეს არის რუსი ოლიგარქი, "გაზპრომის აქციონერი, რომელიც დღეს არაოფიციალურად მართავს საქართველოს. პოროშენკო სპეციალურად ჩაფრინდა საქართველოში და შეხვდა მას. და მოილაპარაკეს მოეხდინათ ამგვარი კომბინაცია, რომ სააკაშვილს ჩამოართმევდნენ მოქალაქეობას, არ შეუშვებდნენ ქვეყანაში და მასზე განახორციელებდნენ მუქარებს. ეს ხდება იმის გამო, რომ სააკაშვილი სერიოუზლ საფრთხეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმისთვის, რომელსაც დღეს ხელმძღვანელობს პოროშენკო.
მე სრულებით არ მიხარია, რომ საერთაშორისო მასმედია განიხილავს დღეს მიხეილ სააკაშვილისადმი მოქალაქეობის ჩამორთმევას და პოროშენკოს მოიხსენიებეს ველურად, რომელმაც დემოკრატიას საფრთხეები შეუქმნა ქვეყანაში. 
 
რაც შეეხება თეა წულუკიანს იგი მოვიდა ბიძინა ივანიშვილის მიერ აგორებული ტალღის დროს. მისი მამა, მოსამართლე ჩვენ ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეთ. სწორედ ამიტომ მან თავის ცხოვრების კრედოდ (გაიმერო კიდეც არაერთხელ) და მისიად დაისახა გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა . გარდა ამისა საქართველოში ყველამ იცის, რომ რ იგი იგონებს ათასგვარ სისულელეს ა და მის განცხადებებს სერიოზულად არავინ ღებულობს. '' – განაცხადა დავით საყვარელიძემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
 

სიახლეები

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...