მთავარისიახლეებიინტერვიუსად და ვის საგულეში სცემს საქართველოს შეურიგებელი გული

სად და ვის საგულეში სცემს საქართველოს შეურიგებელი გული

Published on

მთელი კვირაა საოკუპაციო ზოლზე მიდინარეობს   სამოქალაქო-სამშვიდობო მისია და აქცია –პერფორმანსი მესიჯებით:  ,,არა ოკუპაციას!'' და ,,ერთად დავიცავთ! ''
 არ შეიძლება არ მივესალმოთ მის მონაწილეებს, რომელნიც ფეხმოუცვლელად დგანან ოკუპანტის სამიზნე არეალში, მათკენ მიშვერილი იარაღის ლულების ქვეშ, ოჯახებს მოწყვეტილები,  გაუსაძლის სიცხეში, ნაცვლად იმისა, რომ სადმე კონდიცირებულ გარემოში, ზღვაზე დაისვენონ,   არც კონცერტრები დაიკლონ  და მოქალაქეობრივი პოზიცია კომპიუტერის კლავიატურასთან გამოხატონ…
ეს ის ადგილია, სადაც დღეს ყველაზე ნათლად ჩანს მორიგი საფრთხე, რომელსაც ოკუპანტი უმზადებს საქართველოს და სადაც ყველაზე ძლიერ სცემს საქართველოს შეურიგებელი გული .
(,,ოდიში ნიუსის’’ ჟურნალიტის სალომე მაქაცარიას კითხვებს პასუხობს სამოქალაქო– სამშვიდობო მისიის    ერთერთ ორგანიზატორი ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.) 
 
–  გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაუარა თქვენს ჯგუფს ფოთიდან თბილისისკენ მიმავალმა აშშ –ის სამხედრო  კოლონამ, რაც კარგად გვენიშნა ყველას. ეს გუშინდელი დღის ყვლაზე კარგი დასასრული იყო. რა ხდება დღეს?
დღეს დილით ისევ გავედით მონიტორინგზე. გრძელდება  აქცია– პერფომანსიც, რომელიც გამაფრთხილებელია და მიზნად ისახავს გამვლელთა გაფრთხილებას, რომ ოკუპანტები მათი გადაადგილების წერტილიდან სულ რაღაც 400 მეტრში არიან, უშუალო სიახლოვეს იმ ადგილთან,   სადაც ჩვენ ვდგავართ. 
აქცია– პერფომანსის, როგორც იცით,   მიმდინარეობს იმ სამოქალაქო მისიის აპარალელურად, რომელიც   სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა დავიწყეთ, ეს  იდეა დაიბადა,  როცა შევიკრიბეთ და გავაწყვიტეთ, რომ საჭირო იყო დამატებითი აქტივობა –მოქალაქეების აქტიურობა იმისთვის,  რომ მცოცავი ოკუპაცია შეჩერდეს
როგორია, გამვლელების რეაქცია ამ აქციაზე, რამდენად გრძნობთ მათ მხარდაჭერას?
მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლისი სიცხეებია, მოქალაქეების აქტივობა მზარდია –  მანქანებიდან გვესალმებიან, გვამხნევებენ, ბევრი მანქანიდან გადმოდის, ჩვენს გვერდით დგება  გარკვეული დროით. ჩვენ გამოვთვალეთ, რომ დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ვახერხებთ დაახლოებით 2000 ადამიანის გაფრთხილებას, რომ მათგან მარჯვნივ,  დაახლოებით 400 მეტრში ოკუპანტია. 
განასაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მოქალაქეები, რომლებიც მანქანებს აჩერებენ და გვიერთდებიან,  გვეუბნებიან, რომ იცოდნენ ოკუპანტის უშუალო სიახლოვის შესახებ მაგისტრალთან, მაგრამ სახელდობრ სად იყო ეს ადგილი, ვერ წარმოედგინათ და  საფრთხესაც ვერ გრძნობდნენ. უმეტესობა ჩვენი ჭოგრიტის საშუალებით ათვალიერებს ოკუპანტების მიერ განთავსებულ ბანერს – ოკუპაციის ამ კვალს მაგისტრალიდან 400 მეტრში, და რწმუნდებიან, რომ ჩვენ არაფერს ვაზვიადებთ.
ეს ადგილი ნამდვილად არ არის უსაფრთხო როგორც საზოგადოდ ქვეყნისთვის, ისე აქიის მონაწილეებისათვის , რომელნიც არაპროგნოზირებადი რუსი სამხედროების იარაღის სამიზნეში არიან მოქცეული 
 სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ადგილი საზოგადოდ ქვეყნისთვის არის სახიფათო. აქ ფაქტობრივად ყველა მანქანა ამოღებულია მიზანში რუსი ოკუპანტების მიერ და მათ საქართველოს ეკონომიკის  წელში გადამტვრევა შეუძლიათ მხოლოდ 5 გასროლით, 5 ლარად შეუძლიათ ეს გააკეთონ, უბრალოდ გავიდნენ მაგისტრალზე, 5– ჯერ გაისროლონ ჰაერში და ასე დაგვაკარგვინონ უცხოელი ინვესტორების ნდობა. რა თქმა უნდა,  ეს ყველაფერი მიზანიმართულად ხდება რუსი ოკუპანტების მიერ. ჩვენთვის ეს არ არის  მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ 200 წლოვან ისტორიას, რომელიც ჩვენ ამ მეზობელ ქვეყანასთან გვაკავშირებს –  მათგან აგრესიის მეტი  არაფერი მიგვიღია.
თქვენც წერდით და მეც მსმენია ნიჰილიზმით შეპყრობილი არაერთი ადამიანისაგან (მათ შორის პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში),  რომ  ამ აქციისაგან არავითარ შედეგს არ უნდა ველოდეთ, რა შედეგს ელით თქვენ? 
მთავარ მიზანზე– გავაფრთხილოთ მოქალაქეები,  თუ სანამდე მივიდა საქმე და რა ახლოს დგას ოკუპანტი, უკვე გითხარით. ჩვენ ამ აქციით  ვაფრთხილებთ მტერსაც, რომ ფხიზლად ვართ და ასე მარტივად  არ მივცემთ საოკუპაციო ზოლში მოქცეული ადამიანების დაბეჩავების უფლებას. 
არ ვიცი,  დამთხვევაა,  თუ რაიმე კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ პატრულირება, ოკუპანტების მხრიდან არანაირ ბანერის გადმოწევას ან მოქალაქეების გატაცებას ადგილი არ ჰქონია. არადა,  ეს განსაკუთრებით აქტიური   მონაკვეთია იმ მხრივ, რომ აქედან განსაკუთრებით ხშირად ხდებოდა მოქალაქეების გატაცება
ის, რაც წინა კვირების მანძილზე ხდებოდა,  ახლა, არ ხდება. შესაძლოა ეს იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი მოხალისეები შესაბამისი მოწყობილობებით აკვირდებიან ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე ოკუპანტთა შესაძლო  გადაადგილებას. 
ჩვენს გააქტიურებასთან ერთად განსაკუთრებით მოუხდათ გააქტიურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც რუს ოკუპანტებს, როგორც ჩანს,  მუდმივი დისკომფორტი შეექმნათ მეთვალყურეობის გამო.  ფაქტი სახეზეა, რომ ამ ხნის მანძილზეარ მომხდარა არც ე.წ. საზღვრის გადმოწევა და არც ადამიანის გატაცების ფაქტი და იმედია ასეც გაგრძელდება,.
–როდემდე გაგრძელდება აქცია, ხომ არ გეგმავთ მისი მასშტაბების გაზრდას,  გადავადებას, გადაადგილებას  ან რაიმე სხვა სახეცვლილებას ? 
ჩვენ არ შევწყვეტთ აქციას, არ შევწყვეტთ პატრულირებას, ეს პერმამენტული იქნება და  იმედი მაქვს ძალიან ბევრი მოქალაქე ჩაერთვება. ვემზადებით ზამთრისთვისაც. ამჯერად ეს ეტაპი დასრულდება 8 აგვისტოს ცოცხალი ჯაჭვით,  რომელიც ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყება სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ.  ყარაფილას მონაკვეთიდან გაიჭიმება ცოცხალი ჯაჭვი ბეშუეთის მიმართულებით და შესაძლოა დასავლეთის მიმართულებითაც, იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ერთიანია ოკუპაციის წინააღმდეგ.
ესეც პასუხი  კითხვაზე მოქირქილეთა შესახებ… 
დიახ, როცა სამოქალაქო მონიტორინგს და აქციას ვიწყებდით  ხან ზურგსუკან, ხან აქ, კომენტარებში, ხშირად მესმოდა ქირქილი, რომ აი, რამდენიმე დღეც და დაიშლებიან, მობეზრდებათ, დაცხებათ, მოშივდებათ…
რეალობა კი ისაა, რომ ერთი კვირის თავზე ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, მსურველებს ვერ ავუდივართ, გვაკითხავენ, მხარდაჭერას გვიცხადებენ, თანხას გვწირავენ, აღჭურვილობით გვეხმარებიან, მაღალი გამავლობის მანქანაც კი გვათხოვეს უანგაროდ, პარალელური აქცია-პერფორმანსი დავიწყეთ, ორგანიზებული ჯგუფი გავვხდით, სადაც ერთმანეთს არ ვეკითხებით ვინ ვისი ამომრჩეველია, ვის ვინ მოსწონს  – ეს ჩვენი საქმეა, იქ ჩვენი თავშეყრის ადგილია, სადაც ყველას მიგვეჩქარება, სადაც გაუგონარი ენერგიით იმუხტები, სადაც ერთმანეთი გვიყვარს და ერთმანეთზე ვზრუნავთ, სადაც ვერ ვგრძნობთ დაღლას და სადაც სამომავლო დიდ გეგმებსაც ვსახავთ.
,,ოდიში ნიუსი’’ გამძლეობას და გამარჯვებას გისურვებთ. 
 
 
ესაუბრა სალომე მაქაცარია
 
 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...