მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი..."...

ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი…” –  ნიკოლოზ ყიფშიძე

Published on

მიხეილ სააკაშვილის “ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს – პასუხები ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში… ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი…” – თქვა პირადი ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში. ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს.

21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. თავად მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...