მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემო მეგობარო მიშა, შენ ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი...

ჩემო მეგობარო მიშა, შენ ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდება!” – ვალდის ზატლერსი

Published on

,,პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს! ”- ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს:

,,მას არაერთხელ შევხვედრილვარ, იყო ეს აგვისტოს ომი თუ 2012 წლის არჩევნები, რომელიც მან წააგო.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მან ღირსეულად გადააბარა მთავრობა. ხელისუფლების პირველი დემოკრატიული და მშვიდობიანი გადაცემა სააკაშვილის დამსახურებაა.

სააკაშვილს საქართველოსთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. ის იყო და არის ქართველი ერის პატრიოტი.

ხშირად ვიხსენებ ჩვენს ბოლო სადილს თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში. იმ დღეს ბიძინა ივანიშვილის სანახავად უნდა წავსულიყავი.
მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე, შეგიძლია მირჩიო, თუ როგორ მოვახერხო მასთან თანამშრომლური საუბარი-თქო. სააკაშვილმა ის კი არ მიპასუხა, ჩემს მტერთან რატომ მიდიხარო, ამის ნაცვლად რჩევები მომცა.
მაშინ დავაფასე მისი ლიდერობის პოტენციალი, რომელიც მტრობაზე უფრო მაღლა დგას.

ჰოდა, აი ამ ადამიანს ვეუბნები:
ჩემო მეგობარო მიშა,
იყავი ასეთი ადამიანური ყოველთვის. შენ ბევრი კარგი გაქვს გაკეთებული… ამ ქარიშხალსაც გაუძლებ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდება!”- ნათქვამია განცხადებაში. 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...