მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის დასახვედრად დიდძალი ხალხი მივიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის დასახვედრად დიდძალი ხალხი მივიდა

Published on

მოქალაქეები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის დასახვედრად მივიდნენ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აეროპორტის ტერიტორიიდან გაიყვანეს. ეს ამერიკული მხარის მოთხოვნით მოხდა. 
 როგორც მოქალაქეები აცხადებდნენ, ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამას უკავშირდება აეროპორტში მათი მისვლა. 
 
მცირე ხნის შემდეგ, როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოიხსნა და, შესაბამისად, ხალხს ტერიტორიაზე დარუნებისა და ვიცე პრეზიდენტის  მისალმების შესაძლებლობა მიეცა. ამის შემდეგ იგი მან 
აეროპორტის ტერიტორიიდან ესკორტით გავიდა.
 
,, ეს იყო ტექნიკური საკითხი. ამერიკული მხარე თვლიდა, რომ ხალხი მეტად ახლოს იქნებოდა ვიცე პრეზიდენტთან და შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა რაიმე ექსცესს, თუმცა ჩვენ დავარწმუნეთ ისინი უსაფრთხოებაში და წამოვიდნენ დათმობაზე, რომ ხალხი მიესალმებოდა ვიცე პრეზიდენტს”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. 
 
 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...