მთავარისიახლეებიპოლიტიკაანალიზებში ერთერთი საციცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე - ადვოკატი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე

ანალიზებში ერთერთი საციცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე – ადვოკატი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე

Published on

“მინდა ვთქვა, რომ წუხელ მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთერთი საციცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა ექიმ-რეანიმატოლოგის ჩარევა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთერთმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.

დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სიცრუე გამოდგა ხელისუფლების წარმომადგენლების, კონკრეტულად კი იუსტიციის მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კონსილიუმის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ზუსტად შეასრულებდნენ, რადგან სახეზეა ფაქტი, რომ კონსილიუმის რეკომენდაცია არ სრულდება.

“ხელისუფლების მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, რაც ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას”, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და დაამატა, რომ იუსტიციის მინისტრი არ საუბრობს მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მისი თქმით, ასევე, მიუღებელია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე 25-ე დღეა, შიმშილობს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...