მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ და „შევეგუოთ“- მერაბ ქვარაია...

“მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ და „შევეგუოთ“- მერაბ ქვარაია თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრმა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას საკუთარი მუშაობის ანგარიში გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა. მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის წარდგენას დღეს ხმაურის და კამათის გარეშე არ ჩაუვლია. საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ კითხვები ძირითადად თვითმმართველი ქალაქების გაუქმების და მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ დაისვა. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ თუ სად იყო მაჟორიტარი, როცა აღნიშნული საკითხი წყდებოდა. შეეძლო თუ არა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მხარი არ დაეჭირა აღნიშნული სამთავრობო ინიციატივისთვის. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მართალია ზუგდიდი არ იქნება თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ და „შევეგუოთ“დეპუტატის ანგარიში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საჯარო ასევე ზუგდიდში მოქმედმა მესამე სექტორის წარმომადგენლებმაც მოისმინეს.მერაბ ქვარაია საქართველოს პარლამენტის წევრად და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს. მანამდე ის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...