მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს! -აქცია ბათუმში

,,თავისუფლება მიშას” და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს! -აქცია ბათუმში

Published on

თავისუფლება მიშას” და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს – არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები  პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს.

ბათუმის აქციას სარფიდან ფეხით მსვლელობით შეუერთდა მონაწილეთა ნაწილი.

“ბათუმის საკრებულოში “ქართული ოცნება” ოპოზიციაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმმა ბიძინა ივანიშვილს, ნიჰილიზმსა და უიმედობას უთხრა უარი… მთავარ გამარჯვებამდე ჩვენ ერთი კვირა გვაშორებს და კოალიციური მერია და მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში, ეს ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება თითოეული თქვენგანის ჩართულობით”, – თქვა სიტყვით გამოსვლის დროს პარტიის ლიდერმა, მირდატ ქამადაძემ.

აქციის გამომსვლელებს სიტყვით მიმართა ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ.

“დღეს აქ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე არის შეკრებილი, ათიათასობით და ასიათასობით ადამიანი ტელევიზიით გვადევნებს თვალს – მადლობა მათ. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, რომელიც ასევე ტელევიზიით გვადევნებს თვალს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ჩვენი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად თანაგვიგრძნობს ჩვენ და რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენი მხარდაჭერა. მოგესალმები, ბატონო მიშა!” – მიმართა ბათუმის მერობის კანდიდატმა პარტიის ლიდერს.

“მოგესალმები ბატონო მიშა, თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით, თქვენ იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა, ისე როგორც ყოველთვის ასრულებდით მას.

თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით, ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ასევე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი ვიდეო და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა.

მირდატმა თქვა და ვეთანხმები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი”,- თქვა გიორგი კირთაძემ.

30 ოქტომბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს 19 ქალაქში, მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი კირთაძე (41,97%) და “ქართული ოცნების” კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი (41,08%) მონაწილეობენ.

 

სიახლეები

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე - "გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდი შენარჩუნდება. 21-23 იანვარს მოსალოდნელი ამინდი: თბილისში ცივი...

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისთვის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყავის საწარმოში - შპს "ტრეიდერი" არაგეგმური ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ...