მთავარისიახლეებიპოლიტიკარა იგეგმება სამეგრელოში - ზუგდიდისკენ დაძრული სპეცრაზმი და სპეცოპერაციის ვერსიები

რა იგეგმება სამეგრელოში – ზუგდიდისკენ დაძრული სპეცრაზმი და სპეცოპერაციის ვერსიები

Published on

  • ლაშა ბერულავა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ სამეგრელოს რეგიონი და კონკრეტულად, ზუგდიდი, “ქართული ოცნების” აქილევსის ქუსლად იქცა: ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ოპოზიციურ ერთობასთან შეთანხმებულმა ანზორ მელიამ პირველ ტურში დამაჯერებლად მოუგო “ოცნების” კანდიდატს მამუკა წოწერიას, ამას გარდა, შეიქმნა რეალობა, როცა ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს შეეძლო სრულიად დამოუკიდებლად დაეკომპლექტებინა უმრავლესობა, მაგრამ ეს რეალობა, ოპოზიციის მტკიცებით, შეცვალა სუსმა, რომელმაც, სავარაუდოდ, დალუქული ბიულეტენები გახსნა, შემდეგ კი ერთი უბნის შედეგები სადაც ენმ-ის კანდიდატმა რამდენიმე ხმით მოუგო “ოცნების” კანდიდატს, გახსნილი ბიულეტენების შედეგად შეცვალა და გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე გამარჯვება “ოცნების” კანდიდატს დარჩა.

ამ წუთებისთვის გორში, საგანგებო დავალებათა სამმართველოში განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. როგორც “მთავარის” ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, ძალოვნების ამგვარი მობილიზება ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტებს არ ახსოვთ – მისი თქმით, 300-დე ძალოვანი დაემატა გორის ბაზაზე დისლოცირებულ კონტინგენტს და ისინი ელოდებიან შემდგომ ბრძანებებს, საით მოუწევთ გადაადგილება.

საგანგებო დავალებათა სამმართველოს ბაზა სოფელ კარალეთის მისადგომებთან მდებარეობს და ძნელი გასარკვევია, საით გადაადგილდებიან აქედან გასული სამართალდამცველები, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე შენაერთი ბაზიდან უკვე გავიდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც სამეგრელოს ძალოვნებში უკმაყოფილება გამოიწვია ყოფილ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ დაწყებულმა რეპრესიებმა და იარაღის ჩადების სტრატეგიამ, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვა რეგიონიდან, კერძოდ, შიდა ქართლიდან, ხოლო როტაციის პრინციპით, ის ძალოვნები სამეგრელოდან, რომლებმაც უარი თქვეს მათ ყოფილ ხელმძღვანელებთან დაპირისპირებაზე, გაარიდეს სამეგრელოს და გადაჰყავთ სხვა რეგიონებში.

თენგიზ გუნავა: ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ყოფილი ძალოვნების დაშანტაჟება, დაკავებები და იარაღის ჩადება დაიწყო [Video]

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მოქმედმა ძალოვანმა, მათ შორის, შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც 21 ოქტომბერს საკუთარ სახლში იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი.

შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი რაფავა პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს

 

ამავე დროს, თბილისში აიყვანეს კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელსაც, მისივე ადვოკატის განცხადებით, “პატივი სცეს” და უთხრეს, რომ როგორც ყოფილ პოლიციელს, “ნარკოტიკს არ აკადრებდნენ და იარაღს ჩაუდებდნენ”.

კიდევ არიან მოქმედი ძალოვნები, რომლებიც თანამდებობის დატოვებას აპირებენ – თენგიზ გუნავა

გავრცელებული ინფორმაციით, დასაკავებელ ან “ჩასადებთა” სიაში ჯერ კიდევ შედის სამეგრელოს 30-ზე მეტი ყოფილი ძალოვანი, ამიტომ საჭიროა მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარების სიმულაციის შექმნა, რაც 23 ოქტომბრის ღამეს იგეგმება.

ასევე, არსებობს ვერსია, რომ სამეგრელოში იგეგმება “იარაღის სამალავების” აღმოჩენა და ისეთი სურათის შექმნა, თითქოს აქ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. საერთო ჯამში, მთელი ეს სახელისუფლო გეგმა მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი მეორე ტურის წინ მოსახლეობაში შიშის ზარის დათესვას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს სამეგრელოდან ოპოზიცია ძალისმიერი სცენარით აპირებდა ხელისუფლების შეცვლას ქვეყანაში.

სიახლეები

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

უაქციზო სიგარეტის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ჯუანშარ ბურჭულაძის დაცვის წევრი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ...

ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ქვეყანა დატოვა – ამის შესახებ “ფორმულა” იუწყება. ასევე...

აშშ მხარს უჭერს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და უარყოფს “ქართული ოცნების” ამჟამინდელ რეჟიმს

ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესმენი, ჯო უილსონის გამოსვლას აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის”...