მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩამოართმევენ თუ არა დავით საყვარელიძეს უკრაინის მოქალაქეობას?

ჩამოართმევენ თუ არა დავით საყვარელიძეს უკრაინის მოქალაქეობას?

Published on

 სააკაშვილის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა შესალოა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილეს დავით საყვარელიძესაც გაუუქმონ – ამის შესახებ  თავად მან განაცხადა უკრაინული ინტერნეტგამოცემა „24news.com.ua“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ მოქალაქეობას მასაც ჩამოართმევენ, საყვარელიძე პასუხობს, რომ პოლიტიკოსს არაფრის უნდა ეშინოდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ჩემთვისაც ეცდებიან მოქალაქეობის ჩამორთმევას, მაგრამ ჩვენ მარტონი არ ვართ – ჩვენს უკან სერიოზული პოლიტიკური სექტორი დგას. პოროშენკოსთვის ეს ცეცხლთან თამაში იქნება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
 
იგი ამ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში საუბრობს უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზე და  ხალხის განწყობაზე სააკაშვილის დაბრუნების საკითხის მიმართ. 
 
„უკრაინაში რთული ვითარებაა, კორუფცია მძვინვარებს და ჯერჯერობით ქვეყანას კარგი არაფერი ელოდება. აი, რატომ დაბრუნდება სააკაშვილი აუცილებლად უკრაინაში და შეებრძოლება ხელისუფლებას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – ამბობს საყვარელიძე.
 
სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე – ასეთია ხალხის განწყობაც. 
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პოროშენკომ შესაძლოა თავის გადაწყვეტილებას გადახედოს, საყვარელიძე პასუხობს, რომ ყველაფერია შესაძლებელი, რადგან საქმე აქვთ არაადეკვატურ და მშიშარა ხელისუფლებასთან.
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...