მთავარისიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სადგურ ანაკლიის უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სადგურ ანაკლიის უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა დატოვა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სადგურ ანაკლიის უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა წუხანდელი, ხობში მომხდარი ფაქტის შემდეგ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

იგი სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ლექსო რაფავას და რუსლან შამახიას დაკავების მცდელობას.

ინფორმაციას ამის შესახებ “ენმ”-ს წევრი ნიკო მიქაია ავრცელებს.

“არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა”,– განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე

შეგახსენებთ, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო. ხობში, ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს.

საგანგებო განცხადება გააკეთეს ყოფილმა სამართალდამცველებმაც და უწყების თანამშრომლებს მოუწოდეს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები. განცხადება გააკეთა შამახიამაც, რომლის სახლიც გაჩხრიკეს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....