მთავარისიახლეებიკულტურა,,აპოქსიომენოსი. ათლეტი სხეულიდან სილას იფერთხავს'' - ხორვატიაში უნიკალური მუზეუმი გაიხსნა

,,აპოქსიომენოსი. ათლეტი სხეულიდან სილას იფერთხავს” – ხორვატიაში უნიკალური მუზეუმი გაიხსნა

Published on

ხორვატიის კუნძულზე  აპოქსიომენოსის  მუზეუმი გაიხსნა, იგი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც მასში  ერთადერთი  არტეფაქტია გამოფენილი –  ანტიკური  ხანის ბრინჯაოს ქანდაკება  ბერძენი  ათლეტისა,  რომელიც  სხეულიდან სილას იფერთხავს. 

ქანდაკება ანტიკური   ხელოვნების  ფასდაუდებელ ნიმუშს წარმოადგენს, იგი  ერთ-ერთია მსოფლიოს სახელგანთქმულ მუზეუმებში დაცული   რვა ქანდაკებიდან, რომელიც ანტიკურ ხელოვნებაში ცნობილია  აპოქსიომენოსის სახელით და  ნიშნავს ათლეტს, რომელიც, როგორც აღვნინეთ,   ასპარეზობის შემდეგ  სხეულდან სილას იფერთხავს.  
 
 
ხელოვნებათმცოდნეები ქანდაკებას   ჩვენი წელთაღრიცხვამდე II – I საუკუნეებით ათარიღებენ. ქანდაკება ხორვატიის კუნძულებს ლოშინსა და ველე – ორიულს შორის ზღვის ფსკერზე, 45 მეტრის სიღრმეზე  სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა  ბელგიელმა პროფესიონალმა მყვინთავმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა  რენე ვაუტერსმა  დაივინგის დროს, 1997 წელს. ქანდაკება   192  სმ სიმაღლისაა,  და 300 კილოგრამს იწონის და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საუკეთესოდ არის შენახული.
სპეციალისტების დასკვნით, შიშველი ათლეტის ეს ქანდაკება რომაელი სწარჩინებულის  დაკვეთით შეიქმნა, მათი ვარაუდით, ,,აპოქსიომენიოსი ''   სხვა ქანდაკებებთან ერთად  იტალიაში  გადაჰქონდათ და  სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაიკარგა.
 
 
ბელგიელი მყვინთავის ნაპოვნი არტეფაქტის ამოზიდვას ზღვის ფსკერიდან სპეციალისტებმა სამი წელიწადი მოანდომეს.
კიდევ ექვსი  წელი მის რესტავრაციას დასჭირდა.
 
 
ამის შემდეგ იგი რამდენჯერმე გამოიფინა   ევროპის ქვეყნებში,  საბოლოოდ კი აღმოჩენის ადგილს დაუბრუნდა და სპეციალურად მისთვის შექმნილ   მუზეუმში დაიდო ბინა.  
 
აპოქსიომენოსის მუზეუმი განთავსდა კვარნერის სასახლეში ( XIX ს.), რომელიც სპეციალურად მისთვის, რეკონსტრუქციის უნიკალური პროექტის საფუძველზე იქნა აღდგენილი.  დამთვალიერებლებმა მთავარ  დარბაზამდე, სადაც ქანდაკება დგას, უნდა გაიარონ რამდენიმე  უფრო მცირე დარბაზი, სადაც ექსპონატის ისტორიის მასალებია გამოფენილი.  
 
მუზეუმის გახსნა ხორვატიის კულტურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მის გახსნას ესწრებოდნენ პრეზიდენტი კოლინდ გრაბარ-კიტაროვიჩი, მთავრობის წევრები და ქვეყანაში აკრედიტებული  დიპკორპუსის წარმომადგენლები
 

 

 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...