მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

Published on

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა, კრისტუპას ვაიტიეკუნასმა და ევროკომისარმა ფინანსური მომსახურებისა და დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის საკითხებში მარია ლუის ალბუკერკემ.

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ზეწოლა არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ბელარუსზეც, „რეგულარული ჰიბრიდული თავდასხმების“ გათვალისწინებით.

„მოხარულები ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოს, სანქციების უახლესი, მე-19 პაკეტი შეთანხმდა ევროკავშირის დონეზე, მაგრამ შემდგომი ზეწოლა უნდა გაიზარდოს, კერძოდ, რუსეთის ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებზე. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ სერიოზული დისკუსიები სანქციების შემდეგ პაკეტზე“, – განაცხადა კრისტუპას ვაიტიეკუნასმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა სანქციების მე-19 პაკეტი 23 ოქტომბერს დაამტკიცა. ის ითვალისწინებს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას 2027 წლიდან, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 117 გემზე შეზღუდვების დაწესებას და რუსი დიპლომატების ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების შეზღუდვებს.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...