მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ გუნავა: ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ყოფილი ძალოვნების დაშანტაჟება, დაკავებები და იარაღის ჩადება...

თენგიზ გუნავა: ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ყოფილი ძალოვნების დაშანტაჟება, დაკავებები და იარაღის ჩადება დაიწყო [Video]

Published on

ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამეგრელოში რეპრესიები დაიწყო – ამასთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციის შენობასთან, თავად ყოფილმა პოლიციელებმა გააკეთეს და ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურნენ.

“ოცნების” ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისთვის ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების დაშანტაჟება დაიწყო, მას შემდეგ კი რაც სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს, დაიწყეს დაკავებები და იარაღის ჩადება.

მათივე განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ გუშინდელი სპეცოპერაციის ჩატარებაზე სამეგრელოს პოლიციამ უარი თქვა, რის გამოც მამუკა ჭელიძეს და შალვა ბედოიძეს მოუწიათ მისი ჩატარება. გარდა ამისა, როგორც პოლიციელები ამბობენ, შსს-ს მოქმედ ხელმძღვანელობას წინააღმდეგობა შეხვდა თბილისშიც.

გამთენიისას რაც მოხდა იყო ცნობილი, ვიცოდით, რომ უნდა მოსულიყვნენ და დავეჭირე მეც. სახლში იყვნენ ჩხრეკა ჩაატარეს, ვინაიდან სახლში არ დავხვდი შესაძლებელი იყო, რომ ვყოფილიყავი ჩემთვისაც ჩაედოთ. ლექსო არის ღირსეული პოლიციელი, ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას”, – ამბობს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ გუნავა.

“არსად არ წავსულვარ, არ ვიმალები, ნებისმიერ დროს მივალ პოლიციაში და თუ დასაკითხი ვარ, დამკითხონ. დაჭერას რაც შეეხება, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია და ვერ დამიჭერენ” – ამბობს რუსლან შამახია.

ის მიიჩნევს, რომ მათზე ზეწოლის მიზეზი ისაა, რომ ხელს უშლიან ხელისუფლების მცდელობას, გააყალბონ არჩევნები.

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გვიან ღამით დაიწყო.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავაა. მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, პოლიციის მაიორის რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. მომხდარს ოპოზიცია არჩევნებს და მათი მხარდამჭერების დაშინებას უკავშირებს. შამახიას თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შემდეგ მისი სახლიდან სანადირო თოფები წაიღეს, რომელიც გაფორმებული აქვს.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...