მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის მიდგომაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ...

ევროკავშირის მიდგომაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ განიხილებოდეს – კარლ ჰარცელი

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიდგომაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ განიხილებოდეს.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, უნდა იყოს დაცული პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო „ვერც ფოტიგას ჭკუით ივლის და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, ჰარცელმა განაცხადა, რომ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„როგორც ყოველთვის ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.

ის კომენტარები, რასაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული, მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს“, – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს: „ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის – ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას“. ღარიბაშვილის თქმით, კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...