მთავარისიახლეებისაზოგადოება57 თეთრი - 1 კუბმეტრ გაზზე. ,,იძულებული ვიქნებით გამოვრთოთ, ...

57 თეთრი – 1 კუბმეტრ გაზზე. ,,იძულებული ვიქნებით გამოვრთოთ, რადგან გაზრდილ გადასახადს ვერ გავუძლებთ”

Published on

,,ადრე გაზის საფასურად ვიხდიდით 11-12 ლარს ახლა ვიხდით 22-28 ლარს, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს , ხოლოდ ერთი პენსიონერი გვყავს ოჯახში, იმასაც სესხი აქცს აღებული და 95 ლარი პენსიის იმედად როგორ მოვახერხოთ გაძვირებული გადასახადის  გადახდა?"- ამბიობს ია ჯალაღონია. იგი ერთერთია იმ ათასობით ადამიანიდან, ვის საოჯახო ბიუჯეტსაც მტკივნეულად შეეხება  გაზის  ახალი ტარიფები.
 
საშუალო და მაღალი წნევის ბუნებრივი აირი მომხმარებლებს  10 დან 13 თეთრამდე გაუძვირდათ.
სამეგრელოს მოსახლეობას  ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე  დაახლოებით  57 თეთრის გადახდა მოუწევს.
ზუგდიდის მოსახლეობის განცხადებით,   ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებში ტარიფების ზრდა მათთვის მიუღებელია და თუ ასე გაგრძელდა, ოჯახების დიდ უმრავლესობას   ბუნებრივი აირით სარგებლობაზე უარის თქმა  მოუწევს. 
 
,,ჩვენს ოჯახში ძირითადად ყველაფერი გაზზე მზადდება,როდესაც ჩვენ შემოვიყვანეთ დაბალი იყო გადასახადი და ახლა გაძვირდა, უმუშევარი ოჯახი მძიმე სოციალური პირობით ვერ მოვახერხებთ გადახდას და იძულებულები ვიქნებით გამოვრთოთ გაზი და რითი უნდა ვიარსებოთ არც კი ვიცით"-გამბობს  ემა ახალაია.
 
SOCAR GEORGIA GAS-ში, აღნიშნულ თემაზე მორიგი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, სოკარ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა. 
 
გადაწყვეტილება გაზის ტარფის მომატების შესახებ სემეკმა 18 ივლისს გამოაცხადა.   სოკარ გაზ ჯორჯიას პროექტის მიხედვით, რომელიც რეგიონებს აწვდის ბუნებრივ აირს, სემეკმა მიიჩნია, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი  რეგიონებში დაახლლოებით  57 თეთრი უნდა იყოს .
18 ივლისისს გადაწყვეტილებამდე , იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რეგიონებს მიაწოდებდნენ ბუნებრივ აირს  დადგენილი იყო სხვადასხვა ტარიფი, თუმცა ახალი რეგულაციის მიხედვით რეგიონში საქორ გაზისა და სოკარ გაზის კომპანიის ქვეშ გაერთიანებული მომხმარებლები ერთნაირად დაგემილი ტარიფით ისარგებლებენ.
SOCAR GEORGIA GAS-ის გენერალური დდირექტორის, აზერ მამედოვის განცხადებით, ,,ტარიფის გადახედვას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავთ,  რადგან მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ბაზრის  დასარეგულირებლად, ამ ტარიფით მუშაობა გაზის  შეუფერხებლად მიწოდება და ჩვენი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია ".
 
მაგრამ რა აზრი აქვს გაზის შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას, თუკი ამ გაზით მოსახლეობა ვერ ისარგებლებს, არადა ამ წერტილს უკვე ვუახლოვდებით.  
 
 

სიახლეები

ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდუბესთან ქვეითს დაეჯახა

16 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, დიდუბესთან ქვეით მგზავრს დაეჯახა მატარებელი, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისს...

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...