მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ბი–ბი–სი–ზე: ,,ბრძოლა გაიზრდება და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან...

მიხეილ სააკაშვილი ბი–ბი–სი–ზე: ,,ბრძოლა გაიზრდება და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, უკრაინაში დავბრუნდები”

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ბი-ბი-სი“-ს. განუცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უკრაინაში დაბრუნდება. 
 
„უკრაინაში დავბრუნდები, ვინაიდან ხალხის მობილიზაციას ექნება ადგილი. როდესაც სრული მობილიზაცია მოხდება, რა თქმა უნდა, მე გვერდზე არ დავდგები, არ დავჯდები და არ ვუყურებ გვერდიდან ამ ბრძოლას.
 
პოლიტიკური ბრძოლის ორგანული ნაწილი ვიქნები, რომლის ინიცირებაც მე მოვახდინე.
 
ბრძოლის გაზრდასთან ერთად პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, მე, რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩავალ და ამ ბრძოლის აქტიური მონაწილე გავხდები“, – განაცხადა სააკაშვილმა 
 
მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა ის, რომ უკრაინაში დაბრუნებას ვერ შეძლებს. 
 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...